სალათი სურიმის ჩხირებით, ჯანჯაფილითა და ავოკადოთი
15 წთ
უცხიმო
მაღალი ცილებით
ეს სალათი იდეალურია ძირითად კერძის სახითაც და გარნირის სახითაც. ვცადოთ?
თქვენ დაგჭირდებათ
- 250 გ გაცივებული სურიმის ჩხირები „თოვლის კიბორჩხალა“
- 2 ცალი წვრილად დაჭრილი პამიდორი, ნაღები
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი
- სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 ცალი პატარა წითელი წიწაკა
- ლაიმის წვენი
- სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ავოკადო, კუბურებად დაჭრილი
- სუფრის კოვზი ნივრიანი მაიონეზი
- 1 ცალი თხლად დაჭრილი კიტრი
- მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით
მომზადება
1
საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ კუბურებად დაჭრილი სურიმის ჩხირები, პამიდორი, ჯანჯაფილი, წითელი წიწაკა, დაუმატეთ ლაიმის წვენი და ზეითუნის ზეთი.
2
შეკაზმეთ მარილითა და შავი პილპილით და ცოტა ხანს გააჩერეთ. მეორე ჯამში მარილი და შავი პილპილი დააყარეთ დაჭრილ ავოკადოს, შეკაზმეთ ნივრიანი მაიონეზით.
3
თეფშზე დადეთ კულინარული რგოლი, ნახევრამდე შეავსეთ ავოკადოს სალათით.
4
კოვზით ფრთხილად დაპრესეთ.
5
ზევიდან დაადეთ კიბორჩხლის სალათი და ასევე ოდნავ დაპრესეთ კოვზით.
6
ფრთხილად მოხსენით კულინარული რგოლი. კერძი სუფრასთან მიიტანეთ კიტრის ზოლებით და სალათით.
7
ისიამოვნეთ კერძით!