ჭარხლისა და ქაშაყის სალათი ფორთოხლის საწებლით

10 წთ
2
ნაწილი

ქაშაყის კანგაცლილი ფილე მოსახმარად მზა პროდუქტია. მას არა აქვს ფხები და ზეთი. სპეციალური მარინადი კარგად ინახავს თევზის ნატურალურ გემოსა და სტრუქტურას. ინახება როგორც გაცივებული, ასევე გაყინული სახით.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ქაშაყის კანგაცლილი ფილე, VIČI – 160 გ
  • მომცრო ზომის ჭარხალი – 2 ცალი
  • ფორთოხალი – 1-2 ცალი
  • წითელი სასალათე ხახვი – 1 ცალი
  • მწვანე ფურცლოვანი სალათი – 200 გ
  • ქინძი – 1 კონა
  • შაქარი – 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1
ქაშაყი წილაკებად დავჭრათ, ჭარხალი მოვხარშოთ, გავაციოთ და გავწმინდოთ. ჭარხალი თხელ რგოლებად დავჭრათ და აკურატულად შევურიოთ ზეთის ნახევარს.
2
ფორთოხლიდან გამოვწუროთ წვენი და შაქართან ერთად ვადუღოთ შესქელებამდე, გავაციოთ და შევურიოთ დარჩენილ ზეთს.
3
სალათის ფურცლებზე დავდოთ ჭარხალი, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, ზემოდან დავადოთ ქაშაყის წილაკები. შევკაზმოთ ფორთოხლის საწებლით, მოვრთოთ წითელი ხახვის თხლად დაჭრილი რგოლებით და სალათით. სუფრასთან საუზმეულად მივიტანოთ.