ცივად შებოლილი ორაგულის სალათი

10 წთ
2
ნაწილი
Ომეგა 3

ბერძნული იოგურტი, პიტნა, ზეითუნის ზეთი ხმელთაშუა ზღვის ნამდვილი მარგალიტებია. ამიტომაც ეს გამაგრილებელი, მრავალფეროვანი საზაფხულო სალათი გაალამაზებს თქვენს ყოველდღიურობას.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 ცალი საშუალო ზომის ფორთოხალი
  • 100 გ პარკი ბარდა
  • 120-150 გ სალათის საყვარელი მიქსი
  • 100 გ ცივად შებოლილი ორაგულის ფილე VIČI
  • 1-2 ტოტი პიტნა
  • 150 გ ბერძნული იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
  • ფორთოხლის გახეხილი ცედრის მწიკვი

მომზადება

1
პიტნა დაჭერით.
2
ბერძნული იოგურტი შეურიეთ ზეთს, ლიმნის წვენს, შემდეგ პიტნასა და ფორთოხლის ცედრას.
3
წილაკებად დაჭერით ფორთოხალი.
4
წყალი დუღილამდე მიიყვანეთ, დაუმატეთ პარკი ბარდა და 2-3 წუთი ადუღეთ, შემდეგ უცებ გააცივეთ – გარეცხეთ ყინულოვანი წყლით.
5
დადეთ სალათი, ზემოდან დაადეთ ორაგულის ფილე, ფორთოხალი და პარკი ბარდა, მოასხით საწებელი.