სალათი ორაგულით და ოსპით

20 წთ
2
ნაწილი
Ომეგა 3

ორაგულითა და ოსპით მომზადებული კერძები დიდად არ არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ იდეალურად ეხამება ერთმანეთს, ცილების, რკინისა და სასარგებლო მინერალების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 200 გ ნაკლებად დამარილებული ორაგული VIČI
  • 150 გ წითელი ოსპი
  • 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 100 გ თქვენი საყვარელი სალათის ფურცლები
  • 150 გ გარჩეული მზესუმზირა
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 2 ჩაის კოვზი მაგარი ყველი
  • 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • მწიკვი მარილი და შავი პილპილი
  • 6 šaukštų alyvuogių aliejaus
  • 1 šaukštelio medaus
  • žiupsnio druskos, pipirų

მომზადება

1
ოსპი ბულიონში მოხარშეთ. წყლით გარეცხეთ საწურზე.
2
ხახვი კუბურებად დაჭერით, მდუღარე წყალი გადაასხით და გაწურეთ.
3
მოამზადეთ საკაზმი: გარეცხეთ ლიმონი, გაწმინდეთ საკვები სოდით, მდუღარე გადაავლეთ, ლიმნის ცედრა სახეხზე გახეხეთ და წვენი გამოწურეთ. შეურიეთ თაფლი, ზეთი, მწიკვი მარილი და შავი პილპილი და ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ.
4
ოსპი და ხახვი ერთმანეთს შეურიეთ, დაასხით საკაზმი და დატოვეთ 30 წუთით.
5
თეფშებზე დაალაგეთ ხელით დაგლეჯილი სალათის ფურცლები, შემდეგ ოსპი საკმაზით, ზემოდან დაადეთ ორაგულის პატარა ნაჭრები, მოაყარეთ მზესუმზირა, ლიმნის ცედრა და ყველი.