ფარშირებული კიბორჩხლის ჩხირები
20 წთ
მაღალი ცილებით
თქვენ დაგჭირდებათ
- 200 გ კიბორჩხლის ჩხირებიVIČI
- 100 გ მაგარი ყველი
- კვერცხის გულები
- ხიზილალა
- 2 კბილი ნიორი
- 5 სუფრის კოვზი მაიონეზი
- ცოტა კამა
მომზადება
1
სატენისთვის მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და წვრილ სახეხზე გახეხეთ.
2
წვრილად გახეხეთ მაგარი ყველი იმგვარად, რომ სატენი ერთგვაროვანი და ნაზი გამოვიდეს. მაშინ კიბორჩხლის ჩხირების დატენა უფრო მოსახერხებელი იქნება.
3
ერთმანეთს შეურიეთ გახეხილი მოხარშული კვერცხი და მაგარი ყველი. დაუმატეთ პრესში გატარებული ორი კბილი ნიორი და მაიონეზი. შეიძლება მწიკვი შავი პილპილის დამატება გემოვნებით.
4
გახსენით კიბორჩხლის ჩხირები და წაუსვით სატენი. სატენწასმული კიბორჩხლის ჩხირებს ისევ დაახვიეთ იმგვარად, რომ ჩხირის წითელი ზოლი გარეთ დარჩეს.