ფარშირებული ავოკადოს ნაჭრები

20 წთ
2
ნაწილი
უცხიმო
მაღალი ცილებით

ადვილად, ლამაზად და სწრაფად. ეს რეცეპტი, სავარაუდოდ სადღაც, მექსიკის სანაპიროზე დაიბადა – მანგოს, ავოკადოსა და ცოცხალი ქინძის სურნელი აქვს. სალსას საწებელი შეკაზმულია ლაიმის წვენით და სურიმის კრევეტებით. დააგემოვნეთ და გააოცეთ თქვენი სტუმრები!

თქვენ დაგჭირდებათ

  • 2 ავოკადო
  • 2 ლაიმი
  • ცოტაოდენი ცოცხალი ქინძი
  • 1 პამიდორი
  • 1 კიტრი
  • ½ მანგო
  • 1 ცალი წიწაკა ჩილი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1-2 წვეთი ზეითუნის ზეთი
  • 4 ცალი სურიმის კრევეტი

მომზადება

1
სალსას საწებელი –პამიდორი, კიტრი და მანგო დაჭერით პარატა კუბურებად და შეურიეთ მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი და ქინძი.
2
შუაზე გაჭერით ავოკადო, კურკა გადააგდეთ და მიღებული მასით დატენეთ.
3
ზემოდან დაადეთ სურიმის კრევეტი და მორთეთ ცოცხალი ქინძით, ლაიმის წილაკითა და წიწაკა ჩილის პატარა ნაჭრით.