სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელები სურიმის ჩხირებით
40 წთ
უცხიმო
მაღალი ცილებით
ალბათ გყოლიათ მოულოდნელად მოსული სტუმრები, როდესაც ცოტა დრო გაქვთ საჭმლის მოსამზადებლად? გამოსავალს გთავაზობთ – გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელები კიბორჩხლის ჩხირებით. სტუმრებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, თქვენ კი წარმატება გაგახარებთ!
თქვენ დაგჭირდებათ
- კლასიკური კიბორჩხლის ჩხირები VIČI
- ფენოვანი ცომი
- 1 კვერცხი
- მაიონეზი
- 50 გ მარცვლოვანი ხაჭო
- 2 კბილი ნიორი
- კამა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1
დაჭერით კიბორჩხლის ჩხირები, კამა და ნიორი.
2
ჯამში ჩადეთ დაჭრილი კიბორჩხლის ჩხირები, ხაჭო, კამა, ნიორი და მაიონეზი.
3
შეკაზმეთ მარილითა და პილპილით და ყველაფერი კარგად აურიეთ.
4
შუაზე გაჭერით ფენოვანი ცომის ფირფიტები.
5
მომზადებული სატენი დადეთ ცომის შუაგულში.
6
ცომი ორად გადაკეცეთ და კიდეები ჩანგლით შეაწებეთ.
7
მზა ღვეზელებს კვერცხი წაუსვით და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ ღუმელში 180°C ტემპერატურაზე.