სურიმის კრევეტები მანგოს სალათით
15 წთ
უცხიმო
მაღალი ცილებით
გიწვევთ არასტანდარტული, მაგრამ ნამდვილად გემრიელი საუზმეულის – სურიმის კრევეტები მანგოს სალათით, – დასაგემოვნებლად. ეგზოტიკური მანგოს, წიწაკა ჩილის, ლაიმისა და ფორთოხლის წვენის არომატს შესანიშნავად ავსებს სურიმის კრევეტების გემო.
თქვენ დაგჭირდებათ
- ნახევარი მანგო
- რამდენიმე სურიმის კრევეტი
- 1 ცალი ჭკვალი ხახვი
- ნახევარი ლაიმის წვენი
- ნახევარი ფორთოხლის წვენი
- ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- ცოტაოდენი ცოცხალი ქინძი
- პატარა წიწაკა ჩილი
- სალათის რამდენიმე ფურცელი
მომზადება
1
საწეველი – ლაიმისა და ფორთოხლის წვენს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, დამოვნების მიხედვით დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა.
2
თეფშზე დააფინეთ სალათის ფურცლები, ზედ დაადეთ მანგოს კუბურები, ჭკვალი ხახვი და დაქუცმაცებული ქინძი.
3
შემდეგ სათითაოდ დაადეთ სურიმის კრევეტი და უხვად დაასხით საწებელი. მორთეთ დაქუცმაცებული წიწაკა ჩილით.