სალათი სურიმის კრევეტებითა და ავოკადოთი
20 წთ
მაღალი ცილებით
თქვენ დაგჭირდებათ
- 100 გ – საყვარელი სალათი
- 1 ავოკადო
- პამიდორი ჩერი
- ერთი მუჭი ედამამე ლობიო
- 10 ც სურიმის კრევეტი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
- 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადება
1
საწებელი – ერთგვაროვან მასამდე ერთმანეთში ავურიოთ თაფლი, მარცვლოვანი მდოგვი, ლიმნის წვენი და ზეითუნის ზეთი. დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი.
2
რამდენიმე წუთის განმავლობაში შევწვათ ედამამე ლობიო.
3
შემდეგ თეფშზე დავდოთ სალათის ფურცლები, სურიმის კრევეტები, პამიდვრები, დაჭრილი ავოკადო, ლობიო და სალათი საწევლით შევკაზმოთ.