სალათი ორაგულით და ოსპით
20 წთ
Ომეგა 3
ორაგულითა და ოსპით მომზადებული კერძები დიდად არ არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ იდეალურად ეხამება ერთმანეთს, ცილების, რკინისა და სასარგებლო მინერალების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს.
თქვენ დაგჭირდებათ
- 200 გ ნაკლებად დამარილებული ორაგული VIČI
- 150 გ წითელი ოსპი
- 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- 100 გ თქვენი საყვარელი სალათის ფურცლები
- 150 გ გარჩეული მზესუმზირა
- 2 თავი ხახვი
- 1 ლიმონი
- 2 ჩაის კოვზი მაგარი ყველი
- 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- მწიკვი მარილი და შავი პილპილი
6 šaukštų alyvuogių aliejaus
1 šaukštelio medaus
žiupsnio druskos, pipirų
მომზადება
1
ოსპი ბულიონში მოხარშეთ. წყლით გარეცხეთ საწურზე.
2
ხახვი კუბურებად დაჭერით, მდუღარე წყალი გადაასხით და გაწურეთ.
3
მოამზადეთ საკაზმი: გარეცხეთ ლიმონი, გაწმინდეთ საკვები სოდით, მდუღარე გადაავლეთ, ლიმნის ცედრა სახეხზე გახეხეთ და წვენი გამოწურეთ. შეურიეთ თაფლი, ზეთი, მწიკვი მარილი და შავი პილპილი და ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ.
4
ოსპი და ხახვი ერთმანეთს შეურიეთ, დაასხით საკაზმი და დატოვეთ 30 წუთით.
5
თეფშებზე დაალაგეთ ხელით დაგლეჯილი სალათის ფურცლები, შემდეგ ოსპი საკმაზით, ზემოდან დაადეთ ორაგულის პატარა ნაჭრები, მოაყარეთ მზესუმზირა, ლიმნის ცედრა და ყველი.