როლ-საუზმეული კიბორჩხლის სატენით და რიკოტათი

15 წთ
უცხიმო

თქვენ დაგჭირდებათ

  • VIČI კიბორჩხლის ხორცი – 200 გ
  • ყველი რიკოტა – 100 გ
  • ცუკინი – 300 გ (2 ცალი)
  • კიტრი (200 გ)
  • ქინძი, წიწმატი
  • ლაიმის ახლადგაწურული წვენი – ნახევარი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით



მომზადება

1
VIČI კიბორჩხლის ხორცი ბოჭკოებად დაშალეთ.
2
ბოსტნეულის სათლელით დაჭერით ერთი ცუკინი სიგრძეზე თხელ ფირფიტებად. კიტრი გათალეთ, დაჭერით ძალიან თხელი და წვრილი ჩხირების სახით.
3
ერთმანეთს შეურიეთ ბოსტნეული, კიბორჩხლის ხორცი და დაქუცმაცებული ქინძი. დაუმატეთ ლაიმის წვენი, მარილი, შავი პილპილი და აურიეთ.
4
ცუკინის ფურცელზე დადეთ მიღებული მასა და დაახვიეთ როლებად. როლზე ზემოდან საკონდიტრო ტომსიკით დაადეთ რიკოტა (თუ ყველი სქელია, ნაღებით შეიძლება მისი გაზავება) და მორთეთ წიწმატით. სუფრასთან მიიტანეთ, როგორც საუზმეული.