„რაფაელო“ ნიგვზითა და ნივრით
30 წთ
მაღალი ცილებით
თქვენ დაგჭირდებათ
- 4 კვერცხი
- 1 კბილი ნიორი
- 150 გ კიბორჩხლის ჩხირებიVIČI
- 150 გ ნიგოზი
- 200 გ მდნარი ყველი
- 200 გ გახეხილი ყველი
- სალათის ფურცლები
- მარილი
- დაფქული შავი პილპილი
მომზადება
1
კვერცხები მაგრად მოხარშეთ და გაფცქვენით.
2
მოხარშული კვერცხები და კიბორჩხლის ჩხირები ძალიან წვრილად დაჭერით ფართო დანით. ნიორი გაწმინდეთ, როდინში დანაყეთ ან პრესში გაატარეთ. ნიგვზის ნახევარი ბლენდერით დააქუცმაცეთ. კარგად დასრისეთ მდნარი ყველი.
3
ღრმა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მომზადებული პროდუქტები და მდნარი ყველი. გემოვნებით დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა.
4
მიღებული მასისგან სველი ხელებით გააკეთეთ ბურთულები და თითოეული ბურთულას შუში ჩაუდეთ ნიგვზის ლებანი. მზა ბურთულები ამოავლეთ გახეხილ ყველში და შედგით მაცივარში. სუფრასთან ცივი სახით მიიტანეთ.