პატარა რულეტები კიბორჩხლის ჩხირებითა და ყველით
25 წთ
მაღალი ცილებით
დასვენების დღეებში აუჩქარებელ და გემრიელ საუზმეზე გაფიქრებაც კი ღიმილს აჩენს სახეზე. დიდხანს რომ არ დაგჭირდეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოამზადოთ რაიმე ახალი და გემრიელი, შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ – სწრაფად მოსამზადებელი პატარა რულეტები კიბორჩხლის ჩხირებით და ყველით. ეს კერძი შესანიშნავი საუზმეულია როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით.
თქვენ დაგჭირდებათ
- VIČI კიბორჩხლის ჩხირები
- 2 კვერცხი
- 8 პატარა კვადრატული ნაჭერი თეთრი პური
- 8 პატარა ნაჭერი დაჭრილი ყველი
- მაიონეზი ან მდნარი ყველი
- რძე
- მარილი და დაფქული შავი პილპილი
მომზადება
1
პურის პატარა ნაჭრები გააბრტყელეთ და კიდეები მოაჭერით.
2
პურის გაბრტყელებულ ნაჭრებს მაიონეზი ან მდნარი ყველი წაუსვით.
3
პურზე დადეთ ყველის პატარა ნაჭრის ნახევარი, კიბორჩხლის ჩხირი და მჭიდროდ შეახვიეთ.
4
მიღებული რულეტი ჩააწეთ რძეში გათქვეფილ კვერცხში.
5
გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.