კარტოფილის ტოსტები ქაშაყითა და ორაგულით
20 წთ
Ომეგა 3
ადვილად მოსამზადებელი, მაგრამ საოცრად გემრიელი საუზმეული – კარტოფილის ტოსტები ქაშაყითა და ორაგულით.
თქვენ დაგჭირდებათ
- 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 ცალი საშუალო ზომის ტკბილი კარტოფილი (ბატატი)
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნი ზეთი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- ცოტაოდენი ნაღების ყველი
- ტრადიციული ქაშაყი ჰიმალაის მარილითVIČI-სგან – 200 გ
- თხლად დაჭრილი ნაკლებად დამარილებული ორაგული ჰიმალაის მარილითVIČI-სგან – 100 გ
- კაპარი
- მარინირებული მანჭკვალა
- ცოცხალი კამა
მომზადება
1
მრგვლად, 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი და ბატატი. აურიეთ ზეთში, მარილსა და შავ პილპილში.
2
დადეთ ღუმელის ტაფაზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და გამოაცხვეთ ღუმელში 210°C ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. გადმოაბრუნეთ და კიდევ 10 წუთი აცხვეთ.
3
კარტოფილს წაუსვით ნაღების ყველი და მოაყარეთ ახალდაფქული პილპილი.
4
კარტოფილის ტოსტებზე დადეთ ქაშაყი, კაპარი და კამა.
5
ბატატის ტოსტებს ზემოდან ვადებთ ორაგულს, მანჭკვალასა და კამას.