კარტოფილის სალათი თევზის ხრაშუნა ნაჭრებით

20 წთ
2
ნაწილი

თქვენ დაგჭირდებათ

  • საშუალო ზომის 4 კარტოფილი
  • თევზის ფილეს 2 პორცია ხრაშუნა ცომში
  • რამდენიმე ბოლოკი
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში, ნიორი, ხახვი)
  • მაიონეზი (მაიონეზი შეგიძლიათ ნატურალურ იოგურტში აურიოთ)
  • ლიმნის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადება

1
გაწმინდეთ, მაგრამ არ დაჭრათ კარტოფილი, მოხარშეთ მარილიან წყალში.
2
მოხარშული კარტოფილი კუბურებად დაჭერით, დაუმატეთ დაკეპილი მწვანილი, ბოლოკი, მაიონეზი და მარილი.
3
გემოვნებით დაუმატეთ ლიმნის წვენი.
4
ზეთზე შეწვით თევზის ფილე, დაჭერით და ჩაუმატეთ სალათში, ან მის გვერდით დადეთ.