GYOZA ქათმით, პიტნის, წიწაკის ზეთისა და მწვანილებით სოუსით
20 წთ
მომზადების სხვადასხვა ხერხები სერვირების მრავალ სხვადასხვაგვარ შესაძლებლობას გვაძლევს! მოხარშეთ, ორთქლზე მოამზადეთ, ტაფაზე ან ფრიტიურში შეწვით, თუ გნებავთ – მიკროტალღოვან ღუმელში მოამზადეთ ან, უბრალოდ, ბულიონში ჩააწყვეთ. შემწვარი, ხრაშუნა „პატარა ნაჭრები“ იდეალური საუზმეულია ფურშეტის ან საღამოს წვეულების დროს.
თქვენ დაგჭირდებათ
- გიოზა ქათმის ხორცით - VIČI 400 გ
- კარაქი – 60 გ
- დაფქული ტკბილი პაპრიკა – 10 გ
- ცოცხალი პიტნა – 5 გ
- ნიორი – 4 კბილი
- მარილი, შავი პილპილი
- ცოცხალი ოხრახუში
მომზადება
1
პატარა ტაფაზე გაადნეთ კარაქი. დაუმატეთ პაპრიკა და წვრილად დაკეპილი პიტნა, კარგად აურიეთ.
2
ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ მწონი, ოხრახუში და დაკეპილი ნიორი. შეკაზმეთ მარილთა და შავი პილპილით.
3
მოამზადეთ მინი-პელმენები ნებისმიერი ხერხით, რომელიც საფუთავზეა მითითებული. მზა პელმენები დააწყვეთ თეფშზე და პიტნის ზეთი მოასხით. სუფრასთან მაწვნის საწებელთან ერთად მიიტანეთ.