.ბლინები კიბორჩხლის ჩხირებით
20 წთ
უცხიმო
მაღალი ცილებით
გემრიელი ბლინები მხოლოდ ფქვილისგან ან კარტოფილისგან არ მზადდება. გირჩევთ, გასინჯოთ კიბორჩხლის ჩხირებისგან მომზადებული, შესანიშნავი გემოს მქონე ბლინები ყველითა და მწვანე ხახვით. ეჭვიც კი არ გვეპარება, კიდევ ბევრჯერ მოინდომებთ ამ კერძს.
თქვენ დაგჭირდებათ
- 300 გ კიბორჩხლის ჩხირები VIČI
- 200 გ ყველი
- 50 გ ფქვილი
- 3 კვერცხი
- რამდენიმე კბილი ნიორი
- მწიკვი მარილი და შავი პილპილი
- მწვანე ხახვი
მომზადება
1
კიბორჩხლის ჩხირები დაჭერით და ყველი გახეხეთ სახეხზე.
2
დაჭერით მწვანე ხახვი და ჯამში ათქვიფეთ სამი კვერცხი.
3
ყველა ინგრედიენტი ჩააწყვეთ ჯამში.
შეკაზმეთ მარილითა და წიწაკით.
4
ბლინები გაცხელებულ ტაფაზე დადეთ და შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება.