ზღვის კომბოსტო
ზღვის კომბოსტო უძველესი დროიდან ძვირფასი საკვები პროდუქტია. მასში არის იოდი, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. ზღვის კომბოსტოს ტყუილად არ უწოდებენ ზღვის ჟენ-შენს. იაპონელები, რომლებიც ნამდვილად ზღვის კომბოსტოს ყველაზე დიდი მოყვარულები არიან, თავის კარგ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, პირველ რიგში, ზღვის კომბოსტოს ხშირ მოხმარებას უკავშირებენ. მისგან ამზადებენ ბოსტნეულისა და სოლოს სალათებს, სხვადასხვაგვარ საუზმეულს, თევზის წვნიანებსა და ზღვის პროდუქტების წვნიანებს, და დესერტებსაც კი.