ქაშაყი ჭარხლით
20 წთ
შესანიშნავი საუზმეულია სადღესასწაულო სუფრისთვის!
თქვენ დაგჭირდებათ
- ფენოვანი ცომის 4 ფურცელი
- ქაშაყის ფილეVIČI
- 1 ჭარხალი
- ხახვი
- ლიმლის წვენი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- ცოტაოდენი კამა
მომზადება
1
ფენოვანი ცომი გაალღვეთ. ცომის ერთ ფურცელს ოდნავ წაუსვით წყალი, მეორე ზემოდან დაადეთ და ცომი ოდნავ გააბრტყელეთ ისე, რომ ფურცლები ერთმანეთს შეეწებოს.
2
დაჭერით ფურცლები ნებისმიერი ზომის მართკუთხედებად თქვენი სურვილის მიხედვით. აკურატულად ამოჭერით „ფანჯარა“ თითოეულ მართკუთხედში კიდეებიდან დაახლოებით 1 სმ დაშორებით, ოღონდ ბოლომდე არ ამოჭრათ, ძირი დაუტოვეთ. შემდეგ ჩაჭრილი მართკუთხედი ჩანგლით შიგნით შეწიეთ, რომ არ ამოიბურცოს. ასევე გააკეთეთ დარჩენილი ორი ფურცლითაც. გამოვა კალათები.
3
ყველა კალათა დადეთ ღუმელის ტაფაზე, რომელზედაც საცხობი ქაღალდია დაფენილი და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200°C ტემპერატურაზე 12-15 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ ამოიწევს და არ დაიბრაწება.
4
გამოიღეთ კალათები ღუმელიდან და რამდენიმე წუთი აცადეთ გაცივება, შემდეგ კოვზით დააწექით კალათას ცენტრში, რომ ადგილი გაათავისუფლოთ სატენისთვის.
5
სატენისთვის ჭარხალი გახეხეთ სახეხზე, გაწურეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, ზეთი და ლიმნის წვენი. ერთმანეთში აურიეთ და ჩადეთ სატენი კალათებში.
6
ზოლებად დაჭერით ქაშაყი, თითოეულ კალათში თითო ნაჭერი ჩადეთ და კამის ტოტით მორთეთ.