ქაშაყის ფილეს სალათი ვაშლით
15 წთ
ძალიან გემრიელი, გამაგრილებელი და ნოყიერი სალათი, რომელიც გამოდგება როგორც განსაკუთრებული საზეიმო წვეულებისთვის, ასევე ყოველდღიური ნოყიერი, მაგრამ მარტივი სადილისა თუ ვახშმისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ
- ქაშაყის ფილე VIČI
- 80 გ სალათის ნარები
- ერთი ვაშლი
- ერთი ჭარხალი
- ერთი მუჭი ნიგოზი
- ლიმნის წვენი
მომზადება
1
სალათი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
2
ვაშლს გული მოაცილეთ და წილაკებად დაჭერით. ცოტაოდენი ლიმნის წვენი მიაპკურეთ, რომ ვაშლის წილაკები არ გაშავდეს.
3
წილაკებად ან ნახევარრგოლებად დაჭერით ჭარხალი.
4
ორი თეფში მო0ამზადეთ. თითოეულზე დადეთ 40-40 გ სალაღის ფურცლები, ზემოდან დაადეთ ვაშლისა და ჭარხლის წილაკები, ასევე ქაშაყის პატარა ნაჭრები და მოაყარეთ ნიგოზი.