ფენოვანი სალათი ჭარხლით, ქაშაყითა და ავოკადოთი
20 წთ
სუფრის ნამდვილი მშვენება, ამასთანავე, უჩვეულოდ გემრიელი, ახალი და ნოყიერი. შეგიძლიათ, შეკაზმოთ მაიონეზით, ასევე ბერძნული იოგურტით ან თქვენი საყვარელი სხვა საკაზმით.
თქვენ დაგჭირდებათ
- VIČI ქაშაყის ფილე
- ერთი ჭარხალი (მოხარშული)
- ავოკადო
- 1 ვაშლი (მომჟავო)
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი (ან ბერძნული იოგურტი)
- 1 სუფრის კოვზი ბალზამიკო ძმარი
- 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი
- მწიკვი მარილი და შავი პილპილი
მომზადება
1
ჭარხალი კუბურებად დაჭერით, ჩააწყვეთ ჯამში, დაუმატეთ ცოტა ბალზამიკო ძმარი, შეკაზმეთ მწიკვი მარილითა და შავი პილპილით.
2
ვაშლი კუბურებად დაჭერით და ლიმნის წვენი დაუმატეთ (ის ვაშლს გაშავებისგან დაიცავს).
3
კუბურებად დაჭერით ავოკადო და ქაშაყი.
4
ჭიქაში ფენებად ჩაალაგეთ: ჭარხალი, ვაშლი, ავოკადო, ქაშაყი, შემდეგ ზემოდან შეკაზმეთ მაიონეზით ან ბერძნული იოგურტით და მოასწორეთ.