რვაფეხის თბილი საუზმეული კარტოფილითა და მანგოლდით
20 წთ
უცხიმო
რვაფეხა მდიდარია ცილით და მცირე რაოდენობის ცხიმს შეიცავს (8-10%). რვაფეხისგან დამზადებული კერძი წვნიანი და დახვეწილი იქნება.
თქვენ დაგჭირდებათ
- პატარა რვაფეხები, გამოშიგნული, თავითა და საცეცებით „Любо есть“ VIČI – 200 გ
- მოხარშული კარტოფილი – 150 გ
- ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
- ლიმნის წვენი – 2 ჩაის კოვზი
- მანგოლდის სალათის ფურცლები
- დაფქული პაპრიკა
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
მომზადება
1
რვაფეხები ცხელ წყალში გაატარეთ, კარტოფილი მოხარშეთ და წილაკებად დაჭერით.
2
მოამზადეთ ზეთის, ლიმნის წვენის, მარილის, პილპილისა და პაპრიკის საკაზმი ყველა ინგრედიენტის შერევით. შეკაზმეთ სალათი.
3
რვაფეხა დადეთ ლანგარზე, დაასხით საკაზმი, ზემოდან დააყარეთ მანგოლდის სალათის ფურცლები. ეს სალათი მოხერხებულია იმით, რომ ნებისმიერი სახით შეიძლება მისი სუფრასთან მიტანა, გნებავთ თბილი მიართვით, როგორც მეორე თავი კერძი, გნებავთ, ცივი – როგორც ცივი საუზმეული.