პასტა „პესტო“ საწებლითა და კრევეტებით

15 წთ
2
ნაწილი

ნაღებს ან ტომატის საწებელს, რომელსაც ჩვეულებრივ, პასტისთვის საწებლად ირჩევენ, ცვლის არომატული „პესტო“ და კერძი ახალ ფერებს იძენს. ადვილად და სწრაფად მზადდება, იდეალურად უხდება მსუბუქ ვახშამს ან აუჩქარებელ სადილს დასვენების დღეებში.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 300 გ გაყინული ვეფხვისებრი კრევეტები VICI კუდებით
  • 200გ პასტა „ტალიატელე“
  • 60 მლ საწებელი „პესტო“
  • 1/3 ჩაის კოვზი ნივრის გრანულები
  • ½ ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი
  • 100 მლ დაქუცმაცებული მაგარი ყველი
  • ზეთი (შესაწვავად)

მომზადება

1
მაკარონი მოამზადეთ საფუთავზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
2
ზეთი გააცხელეთ და კრევეტები შეწვით. ტაფაში ჩაუმატეთ ნივრის გრანულები და ხმელი რეჰანი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ.
3
3-4 წუთის შემდეგ კრევეტები გადმოდგით ცეცხლიდან
4
მომზადების შემდეგ მაკარონი შეურიეთ „პესტოს“ საწებელს, კრევეტებსა და დაჭრილ პამიდორ ჩერის.
5
სუფრასთან მიტანის წინ დააყარეთ მყარი ყველი.