პასტა ზღვის პროდუქტებით

15 წთ
2
ნაწილი
მაღალი ცილებით

ძალიან ადვილი მოსამზადებელი, მაგრამ გემრიელი კერძი ზღვის პროდუქტებით. სულ რამდენიმე პროდუქტი დაგჭირდებათ, შედეგით კი მთელი ოჯახი ისიამოვნებს.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 400 გ სპაგეტი
  • 300 გ ზღვის პროდუქტების გაყინული ნარევი
  • 250 მლ ნაღები
  • 1 ცალი საშუალო ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი
  • კარაქი (შესაწვავად)

მომზადება

1
გაალღვეთ ზღვის პროდუქტების ნარევი.
2
წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და ჩაყარეთ სპაგეტი.
3
სანამ მაკარონი იხარშება, მოამზადეთ საწებელი: ტაფაზე გაადნეთ და გააცხელეთ კარაქი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
4
ხახვი ოქროსფრამდე მოხრაკეთ, შემდეგ დაუმატეთ ზღვის პროდუქტების ნარევი, მარილი და შავი პილპილი.
5
როდესაც ზღვის პროდუქტები ოდნავ შეიწვება, ყველაფერი კარგად აურიეთ და მოთუშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
6
მომზადებული პასტა საწებელში აურიეთ და სუფრაზე მიართვით.