ლავაშის ლამაზი პატარა რულეტები ქაშაყით

20 წთ
3
ნაწილი

ექსკლუზიური რულეტები ქაშაყით – უსასრულოდ გემრიელი, სულ ახალთახალი, ლამაზი და ადვილი მოსამზადებელი. ვატრიალებთ, მაცივარში ვდებთ, ველოდებით და სიამოვნებას ვიღებთ!

თქვენ დაგჭირდებათ

  • VIČI ქაშაყის ფილე
  • 1 ლავაში
  • 200 გ მდნარი ყველი
  • 2 ცალი მჟავე კიტრი
  • დაფქული შავი პილპილი
  • ცოტა კამა

მომზადება

1
წაუსვით ლავაშს მდნარი ყველი.
2
ზედ დაადეთ წვრილად დაჭრილი ქაშაყი, მჟავე კიტრი, დაფქული შავი პილპილი და დააყარეთ დაქუცმაცებული კამა.
3
მაგრად დაახვიეთ ლავაში რულეტად, თან ხელთაც დააწექით, რომ უფრო გამაგრდეს. შეახვიეთ საკვების გასახვევ აფსკში, კიდევ ერთხელ ცოტა დააწექით და ყველაზე ნაკლები, 2-3 საათით შედგით მაცივარში, რომ ლავაში ცოტა გაიჟღინთოს.
4
დაჭერით პატარა ნაჭრებად და გასინჯეთ!