იტალიური ბუტერბროდები კრევეტებით

20 წთ
3
ნაწილი

თუ მეგობრებთან საღამოს სასიამოვნოდ გატარების მოლოდინში ხართ და რაიმე განსაკუთრებულის, არც თუ ზედმეტად რთულის მომზადება გსურთ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ. ავოკადოს გამაგრილებელი ჰუმუსი და სამეფო კრევეტები გემოთა არაჩვეულებრივ ჰარმონიას შექმნის, რომელიც გაგახარებთ თქვე და გაახარებს თქვენს სტუმრებსაც.

თქვენ დაგჭირდებათ

  • იტალიური შავი პური ჩიაბატა
  • გაყინული სამეფო კრევეტებიVIČI
  • ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
  • მწიფე ავოკადო
  • კონსერვირებული მუხუდო
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • პატარა ნაჭერი კარაქი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1
გაახურეთ ღუმელი 180°C ტემპერატურამდე. ღუმლის ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ.
2
იტალიური პური პატარა ნაჭრებად დაჭერით და წაუსვით ზეითუნი ზეთი, გამოაცხვეთ ღუმელში, სანამ კიდეები ოდნავ არ გამოცხვება, შუა ნაწილი კი ჯერ კიდევ რბილი იქნება.
3
ბლენდერით დააქუცმაცეთ მუხუდო, ავოკადო და ნიორი.
4
როდესაც მასა მზად იქნება, მაცივარში შედგით.
5
ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ოდნავ შეწვით კრევეტები. როდესაც კრევეტები გავარდისფრდება, ჩამოდგით ცეცხლიდან.
6
შემწვარ პურს ავოკადოს ჰუმუსი წაუსვით, ზემოდან რამდენიმე კრევეტი დაადეთ. მორთეთ ახალი მწვანილის ფოთლებით