ბერძნული კონვერტები ბრინზითა და კრევეტებით

20 წთ

სამხრეთ ამერიკის სამეფო კრევეტები ყველაზე ხარისხიანად ითვლება, რადგან ამ რეგიონის ფერმებში მათი შენახვის მკაცრი კანონები მოქმედებს. კრევეტებს ზრდიან ზღვის წყალში და არა ხელოვნურ წყალსატევებში.

თქვენ დაგჭირდებათ

  • სამეფო კრევეტები, გაწმენდილი, კუდებით, ცოცხლად გაყინული, 31/40 „პრიორიტი“ VIČI – 300 გ
  • ბრინზა – 150 გ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ცომი „ფილო“
  • კვერცხი – 1 ცალი
  • კამა, შავი პილპილი
  • ზეთი

მომზადება

1
კრევეტები გაალღვეთ , კუდები მოაცილეთ.
2
ერთმანეთში აურიეთ ბრინზა, წვრილად დაჭრილი კამა და დაკეპილი ნიორი.
3
ცომი „ფილო“ ამოიღეთ საყინულე საკნიდან და გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ფურცლები ოთხ ნაწილად დაჭერით.
4
მომზადებული ცომის კუთხეში დადეთ ბრინზის სატენი, ორი-სამი ცალი კრევეტი და კონვერტად დაკეცეთ. უკეთ დასამაგრებლად თითოეული კონვერტის ბოლოს სილიკონის ფუნჯით კვერცხი წავუსვათ.
5
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი ან მოსამზადებლად ფრიტიური გამოვიყენოთ. კონვერტები შევწვათ მანამდე, სანამ ხრაშუნა ქერქს არ გაიკეთებს. ძალიან კარგად ეხამება „ტაძიკის“ საწებელს.