თევზის პორციები თესლებით ცუკინის ბალიშებზე, მდოგვისა და ვაშლის პასტით.
15 წთ
Ომეგა 3
თევზის ფილე საფანელში – ნატურალური პროდუქტი ოქროსფრად დაბრაწული ხრაშუნა ქერქით. საწარმოებლად მხოლოდ ხეკის, საიდასა და ვირთევზასებრთა ოჯახის სხვა თევზების ფილე გამოიყენება. სწრაფად მზადდება, არ საჭიროებს წინასწარ გალღობას.
თქვენ დაგჭირდებათ
- თევზის პორციები თესლებით „პრიორიტი“ VIČI – 300 გ
- ცუკინი – 400 გ
- ნიორი – 5 კბილი, სასალათე წითელი ხახვი
- ტომატი ჩერი, ბეგქონდარა, სალათო კორნი
- ზეითუნის ზეთი – 120 გ
- შავი პილპილი, მარილი
- ფრანგული მდოგვი – 2 ჩაის კოვზი
- ვაშლი – 2 ცალი, ლიმონი – ნახევარი
მომზადება
1
მდოგვისა და ვაშლის პასტის მოსამზადებლად ვაშლი იმგვარად მოვთუშოთ ღუმელში, რომ მთლიანად დარბილდეს. მოაცილეთ კანი და კურკები და მხოლოდ რბილობი დატოვეთ.
2
ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, მარილი, შავი პილპილი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი და ვაშლის რბილობი.
3
ცუკინი დაჭერით წრეებად, შეწვით ზეითუნის ზეთზე ნიორთან და ბეგქონდარასთან ერთად. დაალაგეთ ხელსაწმენდზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
4
თესლებიანი თევზის პორციები ორივე მხრიდან შეწვით გამზადებამდე და ასევე დადეთ ხელსაწმენდზე.
5
სუფრასთან მისატანად თეფშზე ფენებად დააწყვეთ: ცუკინი, თევზი, წითელი ხახვის თხელი რგოლები, ტომატი ჩერი, სალათი კორნი. გვერდით – მდოგვისა და ვაშლის პასტა.